პეანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''პეანი''' – ''(ბერძნ.)'' '''1.''' უბედობათა განმარიდებელი, მკურნალი ღვ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''პეანი''' – ''(ბერძნ.)'' '''1.''' უბედობათა განმარიდებელი, მკურნალი ღვთაება.  
+
'''პეანი''' – ''(ბერძნ.)''  
 +
 
 +
'''1.''' უბედობათა განმარიდებელი, მკურნალი ღვთაება.  
  
 
ძველებს სჯეროდათ, რომ ზოგჯერ ღმერთებსაც სჭირდებოდათ მოვლა და აი, ასეთ ღვთაებად მათ პეანი წარმოიდგინეს. მითებში
 
ძველებს სჯეროდათ, რომ ზოგჯერ ღმერთებსაც სჭირდებოდათ მოვლა და აი, ასეთ ღვთაებად მათ პეანი წარმოიდგინეს. მითებში

16:50, 16 დეკემბერი 2016-ის ვერსია

პეანი(ბერძნ.)

1. უბედობათა განმარიდებელი, მკურნალი ღვთაება.

ძველებს სჯეროდათ, რომ ზოგჯერ ღმერთებსაც სჭირდებოდათ მოვლა და აი, ასეთ ღვთაებად მათ პეანი წარმოიდგინეს. მითებში იშვიათად, მაგრამ მაინც ებრძვიან გმირები ღმერთებს: როდესაც ჰერაკლე მიწისქვეშა სამყაროს ეწვია, დაჭრა მის კარიბჭესთან მდგომი ჰადესი, რომელიც იძულებული გახდა ოლიმპოსზე აღზევებულიყო იარის მოსაშუშებლად. მას იქ ღვთაებათა მკურნალი პეანი უვლიდა. მანვე განუკურნა იარა ტროას ომში დიომედესის მიერ დაჭრილ არესსაც.

თუ ჰომეროსთან ოლიმპიელ ღმერთთა ექიმი მხოლოდ პეანია, ტრაგიკოსებთან ეს ფუნქცია გაინაწილეს აპოლონმა, ასკლეპიოსმა, დიონისემ და სხვა ღვთაებებმა და ზეწოდებად დაიმკვიდრეს მისი სახელი.

2. ლოცვა-სიმღერა, რომელიც თავდაპირველად ეძღვნებოდა მხოლოდ პეანს, მოგვიანებით – სხვა ღვთაებებსაც. ძველები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ არესისადმი მიმართულ პეანს ბრძოლის დაწყების წინ, აპოლონის სადიდებელს კი – ომის დასრულებისას.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები