წიფორის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 13: ხაზი 13:
 
[[კატეგორია:კასპის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:კასპის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიები]]
 
[[კატეგორია:წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიები]]
 +
[[კატეგორია: დარბაზული ეკლესიები]]

15:22, 14 სექტემბერი 2020-ის ვერსია

წიფორის წმინდა გიორგის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ წიფორის ზემოთ, ადგილ ხატისუბანში, თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (6X3,2 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. დაზიანებულია: ჩამონგრეულია გადახურვა მთლიანად და მორღვეულია კედლების ზედა ნაწილები, დარღვეულია იატაკის დონე, თითქმის მთლიანად დანგრეულია მინაშენი. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევარწრიული შვერილი აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის ორივე მხარეს – თითო სწორკუთხა ნიში. სარკმლები სამხრეთ და დასავლეთ კედლებშიცაა. ისინი გარეთკენ ვიწროვდება.

ეკლესიაზე სამხრეთიდან მთელ სიგრძეზე მიშენებულ სალოცველოს (5,6X3 მ) შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში ჰქონია. ეს სათავსი ნატეხი ქვით ამოყვანილი კედლით შუაზე იყო გატიხრული და კედელში კარი იყო გაჭრილი.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები