ფაცხა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
ხაზი 19: ხაზი 19:
 
[[კატეგორია:შენობა-ნაგებობები]]
 
[[კატეგორია:შენობა-ნაგებობები]]
 
[[კატეგორია:არქიტექტურა]]
 
[[კატეგორია:არქიტექტურა]]
[[კატეგორია:არქიტექტურული შენობა]]
+
[[კატეგორია:არქიტექტურული ნაგებობა]]
[[კატეგორია:ქართული არქიტექატურა]]
+
[[კატეგორია:ქართული არქიტექტურა]]

16:59, 13 სექტემბერი 2020-ის ვერსია

ფაცხა

ფაცხა - სამეგრელოსა და აფხაზეთში გავრცელებული პრიმიტიული საცხოვრებელი სახლის ტიპი. დაახლოებით 9-10 კვ.მ ფართის მქონე, წნელისაგან მოწნული, რომლის აშენებამოწვნა თავად მეპატრონესაც შეეძლო. ფაცხის მოწვნისას წინასწარ მონიშნულ ადგილას წრიულად ჩაასობენ ძლიერ მარგილებს და გამოწნავენ წნელით. ფაცხა იყო ორგვარი „კუნჭულა“ და „ამხარა“. კუნჭულა ფაცხას ჰქონდა მრგვალი და წოპიანისახურავი, „ამხარას“ კი უფრო დაბალი. ფაცხას ხურავდნენ ისლით, შიგნით და გარეთ გალესავდნენ ტალახით. დასავლეთ საქართველოში გავრცელებული საცხოვრისის ამ ტიპს არ გააჩნდა სარკმელი და ამიტომ შუაცეცხლის ბოლი მხოლოდ კარებიდან გადიოდა. ფაცხა არის დაბალ სოციალურ საფეხურზე მყოფი, უკიდურესად ღარიბი ადამიანების საცხოვრებელი. ზოგიერთ შემთხვევაში ფაცხას იკეთებდნენ მწყემსები დროებითი სარგებლობისათვის.





ლიტერატურა

ი. ადამია, ქართული ხალხური ხუროთმოძღვრება, ტ. II, 1968. ს. მაკალათია, სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, 2006. ე.ნ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები