ვარჯაანის მთავარანგელოზის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 15: ხაზი 15:
 
[[კატეგორია:კასპის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:კასპის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია: მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიები]]
 
[[კატეგორია: მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიები]]
 +
[[კატეგორია:დარბაზული ეკლესიები]]

22:57, 12 სექტემბერი 2020-ის ვერსია

ვარჯაანის მთავარანგელოზის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, ნასოფლარ ვარჯაანში, სოფელ გუდალეთის სამხრეთით 4 კილომეტრზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (8 X 4 მ), ნაგებია საშუალო და დიდი ზომის ნატეხი ქვით, გამოყენებულია ქვიშაქვაც. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნალისებრი აფსიდის ღერძზე მოზრდილი სარკმელია, რომლის ქვეშ კედელზე სატრაპეზო ქვაა მიდგმული. ეკლესიაში ყოფილა მოჩუქურთმებული ხის კანკელი (ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში). სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებზე წყვილი სამსაფეხურიანი პილასტრია, რომელზეც გადადის კამარის საბჯენი თაღი. სამხრეთ კედელში ორი სარკმელია. ეკლესია შელესილი და მოხატული ყოფილა. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის ზემოთ ჩასმულია ცისფერი ტუფის ფილა. ლავგარდანი შირიმისაა. ეკლესიის სახურავი ორფერდაა. ეკლესიას სამხრეთით ჰქონია მინაშენი, რომელსაც შესასვლელი სამხრეთით აქვს. ეკლესიას შემოვლებული ჰქონია ქვის ოთხკუთხა გალავანი (შემორჩენილია ფრაგმენტები).

2019 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით დასრულდა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდალეთის ნასოფლარ ვარჯაანის დარბაზული ეკლესიის სარეაბილიტაციო პროცესი. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ეკლესიის ექსტერიერის ოთხივე ფასადზე გადაეწყო და კირდუღაბის ხსნარზე აღდგა საპირე წყობა. ფასადისა და ინტერიერის მხრიდან ნაწილობრივ შემორჩენილი ავთენტური ქვების გამოყენებით აშენდა ახალი კედლები. ინტერიერის შემორჩენილ ბუტებზე კი საპირე წყობა ახალი ქვით აღდგა. ტაძრის სახურავი ხის განახლებულ კონსტრუქციაზე ქართული კრამიტით გადაიხურა. ეკლესიის სამხრეთ ფასადზე მოეწყო არქიტავრის ქვა. კირდუღაბზე გადაეწყო შირიმის თარო-კარნიზი. ტაძრის ამბიონის ასასვლელზე ნიჩბისის ქვა დაეგო. კლდის ნატეხი ქვების გამოყენებით კი მოეწყო იატაკი. სპეცკირხსნარის ინექტირების გზით კონსოლიდირდა გარე ფასადებისა და ინტერიერის ქვის ნაკერები. ხის მასალითა და ლითონის ელემენტებით დამზადდა და დამონტაჟდა ეკლესიის კარი.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები