კვარაცხელია იოსებ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 27: ხაზი 27:
 
[[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]
 
[[კატეგორია:1924 წლის აგვისტოს აჯანყების მონაწილეები]]
 
[[კატეგორია:1924 წლის აგვისტოს აჯანყების მონაწილეები]]
 +
[[კატეგორია:1919-1921 წლების საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]

მიმდინარე ცვლილება 00:25, 8 სექტემბერი 2020 მდგომარეობით

კვარაცხელია იოსებ ანტონის ძე - (1883, სოფ. წალენჯიხა, ზუგდიდის მაზრ. - ?) - სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

სარჩევი

[რედაქტირება] ბიოგრაფია

დაიბადა გლეხის ოჯახში, დაწყებითი განათლება მშობლიური სოფლის სკოლაში მიიღო. 1904 წელს შეუერთდა რსდმპ-ის მენშევიკურ ფრაქციას. 1905 წლის რევოლუციისას სოხუმში ეწოდა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას. რევოლუციის დამარცხების შემდეგ დააპატიმრეს, თუმცა ორი წლის შემდეგ გაათავისუფლეს. 1917 წელს მშობლიურ წალენჯიხაში ეწეოდა პარტიულ საქმიანობას და ხელმძღვანელობდა წითელ რაზმებს.

1919 წლის თებერვალში სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში, 1921 წელს ანტისაბჭოთა აგიტაციის გამო დაპატიმრებული იქნა. 1924 წლის აჯანყების მიმდინარეობისას მეთაურობდა ზუგდიდი-წალენჯიხის რაზმებს. სხვა ბიოგრაფიული ცნობები არ იძებნება.

ირაკლი ირემაძე


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, 2016;
  • სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 108;
  • სცსა, ფ. 1834, აღწ. 2, საქ. 52

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

[რედაქტირება] იხილე აგრეათვე

იოსებ კვარაცხელია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები