მთადეკეულის წმინდა გიორგის ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''მთადეკეულის წმინდა გიორგის ეკლესია''' - ეკლესია მდებარეობ...) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''მთადეკეულის წმინდა გიორგის ეკლესია''' - [[ეკლესია]] მდებარეობს [[საქართველო]]ში, | + | '''მთადეკეულის წმინდა გიორგის ეკლესია''' - [[ეკლესია]] მდებარეობს [[საქართველო]]ში, [[შიდა ქართლი]]ს მხარეში, [[გორი|გორის]] მუნიციპალიტეტში, სოფელ წითელწყაროსთან, მდინარე თეძმის მარცხენა ნაპირზე, ნასოფლარ მთადეკეულის ცენტრში, შემაღლებულ ადგილას. სტილისტური ანალიზით თარიღდება IX საუკუნით. |
====აღწერილობა==== | ====აღწერილობა==== |
15:55, 31 აგვისტო 2020-ის ვერსია
მთადეკეულის წმინდა გიორგის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ წითელწყაროსთან, მდინარე თეძმის მარცხენა ნაპირზე, ნასოფლარ მთადეკეულის ცენტრში, შემაღლებულ ადგილას. სტილისტური ანალიზით თარიღდება IX საუკუნით.
აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (4,9 X 7,5 მ), ნაგებია დიდი ზომის ნატეხი ქვით (წყობა ირეგულარულია). ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: ჩანგრეულია გადახურვა, სანახევროდ დანგრეულია კედლები. აღმოსავლეთის და დასავლეთის კედლები შემორჩენილია 2 მეტრის სიმაღლეზე. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთ კედელში სარკმელია. ჩრდილოეთ კედელში მცირე ნიში.