დიდი მეჯვრისხევის კვირაცხოვლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დიდი მეჯვრისხევის კვირაცხოველი“ გადაიტანა გვერდზე „[[დიდი მეჯვ...)
(წყარო)
ხაზი 10: ხაზი 10:
 
[[კატეგორია:საქართველოს ეკლესია-მონასტრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეკლესია-მონასტრები]]
 
[[კატეგორია:გორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:გორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]]
 +
[[კატეგორია:კვირაცხოვლის სახელობის ეკლესიები]]

15:17, 4 ივლისი 2020-ის ვერსია

დიდი მეჯვრისხევის კვირაცხოვლის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით 20 კმ–ში, მდინარე მეჯუდას მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოფელ დიდი მეჯვრისხევის განაპირას, აღმოსავლეთით, სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (5X3,2 მ), ნაგებია რიყის ქვით, კონსტრუქციული ნაწილები შირიმისაა. ძლიერ დაზიანებულია. შესასვლელი სამხრეთის კედელშია (მისი ზედა ნაწილი ჩამონგრეულია). ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ერთი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს სწორკუთხა ნიშებია. საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილია პილასტრებზე დაყრდნობილი სატრიუმფო თაღით. საბჯენი თაღი კრონშტეინებს ეყრდნობა. ჩრდილოეთ კედლის ცენტრში სწორკუთხა ნიშია. დასავლეთ ფასადის ფრონტონში მთლიანი შირიმის ქვისგან გამოკვეთილი ჯვარია.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები