დიდი მეჯვრისხევის ღვთისმშობლის ეკლესია (ჯვარ-გუმბათოვანი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''დიდი მეჯვრისხევის ღვთისმშობლის ეკლესია''' - ეკლესია მდება...)
 

15:31, 24 ივნისი 2020-ის ვერსია

დიდი მეჯვრისხევის ღვთისმშობლის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით 20 კმ–ში, მდინარე მეჯუდას მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოფელ დიდი მეჯვრისხევის ჩალხისუბანში. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია (8,2X8 მ) ჯვარ–გუმბათოვანი ნაგებობაა. ნაგებია რიყის ქვით. ძლიერ დაზიანებულია: შემორჩენილია მხოლოდ საკურთხევლის სარკმელი, ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლების აღმოსავლეთ ნაწილი, აფსიდის კონქს აკლია ზედა ნაწილი, მთლიანადაა დანგრეული ეკლესიის დასავლეთ მხარე. აღმოსავლეთ მკლავში ნახევარწრიული აფსიდია, მის წინ - მოკლე ბემა. აფსიდის კონქის ქუსლი ნაწყობია თლილი ქვის ერთი რიგით. დანარჩენი მკლავები სწორკუთხა უნდა ყოფილიყო.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები