პერის მისია 1853-54

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''პერის მისია 1853-54''' – სამხედრო-საზღვაო ექსპედიცია, რომელიც 1852 წ...)
 
(წყარო)
ხაზი 6: ხაზი 6:
 
[[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]]
 
[[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:სამხედრო-საზღვაო ექსპედიცია]]
 
[[კატეგორია:სამხედრო-საზღვაო ექსპედიცია]]
[[კატეგორია:იაპონია აშშ-ს ურთიერთობები]]
+
[[კატეგორია:იაპონია-აშშ-ს ურთიერთობები]]

15:17, 25 ივნისი 2024-ის ვერსია

პერის მისია 1853-54 – სამხედრო-საზღვაო ექსპედიცია, რომელიც 1852 წლის ნოემბერში აშშ-ის მთავრობამ იაპონიაში გაგზავნა. იაპონიასა და აშშ-ს შორის სავაჭრო და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მიზნით. იაპონია იმ პერიოდში გარესამყაროსგან იზოლაციის პოლიტიკის გატარებას ცდილობდა. 8.VII.1853 4 ამერიკული სამხედრო ხომალდი კომოდორ მ.კ. პერის მეთაურობით ტოკიოს ყურეში ქალაქ ურაგას მიადგა. პერიმ კატეგორიული უარი თქვა, იაპონიის იმპერატორისათვის აშშ-ის პრეზიდენტის წერილის გადასაცემად ქ. ნაგასაკიში გამგზავრებულიყო, რომელიც იაპონური კანონმდებლობის თანახმად, ერთადერთ ადგილს წარმოადგენდა უცხოეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებისათვის. ჯარების გადასხმის მუქარით, მან აიძულა იაპონიის ხელისუფლება, 14.VII ეს წერილი ურაგაში მიეღოთ. 17.VII პერი ჩინეთში გაემგზავრა და განაცხადა. რომ პასუხისათვის მომავალი წლის გაზაფხულზე დაბრუნდებოდა, იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა, არ გაერთულებინა ვითარება, მაგრამ შეძლებისდაგვარად, გაეჭიანურებინა მოლაპარაკებები. 1854 წლის თებერვალში პერი კვლავ ეწვია ტოკიოს ყურეს 9 სამხედრო ხომალდისაგან შემდგარი ესკადრით. 500 შეიარაღებულ მეზღვაურთან ერთად გამოცხადდა მოლაპარაკებებზე. იაპონიის დელეგაცია იძულებული გახდა. მიეღო აშშ-ის პრეზიდენტის მოთხოვნები. 3.III.1854 კანაგავაში (თანამედროვე იოკოჰამა) ხელი მოაწერეს იაპონიისათვის არათანასწორუფლებიან ხელშეკრულებას აშშ-თან „მშვიდობისა და მეგობრობის შესახებ“.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები