ცივი ომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
 
ხაზი 22: ხაზი 22:
 
* [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
* [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
  
[[კატეგორია:აშშ-რისეთის ურთიერთობები]]
+
[[კატეგორია:აშშ-რუსეთის ურთიერთობები]]
 
[[კატეგორია:პოლიტიკური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:პოლიტიკური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:ომის სახეობები]]
 
[[კატეგორია:ომის სახეობები]]

მიმდინარე ცვლილება 22:32, 14 ივლისი 2024 მდგომარეობით

ცივი ომი - მსოფლიო ასპარეზზე, ერთი მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების და მის მოკავშირეებს ხოლო, მეორე მხრივ, სსრ კავშირსა და მის მოკავშირეებს შორის მწვავე პოლიტიკური, ეკონომიკური, იდეოლოგიური და სამხედრო კონფრონტაციისა და დაპირისპირების მდგომარეობა. გამოაცხადა უ. ჩერჩილმა ფულტონში (აშშ) 1946 წლის 5 მარტს წარმოთქმულ სიტყვაში, რომელშიც მოუწოდა, შეექმნათ ინგლის-ამერიკის კავშირი „აღმოსავლეთის კომუნიზმის” წინააღმდეგ საბრძოლველად.


ცივი ომისთვის დამახასიათებელი იყო:

  • საერთაშორისო ურთიერთობაში ძალის გამოყენება ან ძალის გამოყენების მუქარა;
  • დიქტატისადმი მისწრაფება;
  • გამალებული შეიარაღების და საომარი სამზადისის ყოველმხრივი დაჩქარება, სამხედრო ხარჯების მკვერი ზრდა;
  • სამხედრო კავშირების სისტემის შექმნა, რომელთაგან მთავარი იყო ერთმანეთისადმი დაპირისპირებული ნატო და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია;
  • საერთაშორისო კრიზისების პროვოცირება;
  • სამხედრო ბაზების შექმნა უცხოეთის სახელმწიფოებში;
  • „ფსიქოლოგიური ომის” წარმოება;
  • განსხვავებული სოციალურ-პოლიტიკური სისტემების და ტექნიკის დარგში მათი კონტაქტების მკვეთრი შემცირება და სხვა.

„ცივი ომი”, რომელიც დროდადრო მწვავდებოდა, შედეგად მოსდევდა საერთაშორისო დაძაბულობის მნიშვნელოვანი ზრდა და ახალი მსოფლიო ომის საფრთხის გაძლიერება.

XX საუკუნის 80-იანი წლების დამლევს – 90-იანი წლების დამდეგს საერთაშორისო ურთიერთობის სისტემაში მომხდარ ძირეულ ცვლილებებს, მათ შორის ვარშავის ხელშეკრულების დაშლას და საბჭოთა კავშირის რღვევას შედეგად მოჰყვა „ცივი ომი” დასრულება, თანამშრომლობის განვითარებასსრ კავშირის ყოფილ რესპუბლიკებსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის.


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები