Traunsteinera sphaerica (M. Bieb.) Schltr
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
Traunsteinera sphaerica (M. Bieb.) Schltr. – ოჯახი: ჯადვარისებრნი (Orchidaceae). 70 სმ-მდე სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ორი ან სამი ფოთოლი მოგრძო-ლანცეტაა ან ბოლოში მოკლეწვეტიანი. ყვავილედი ხშირ და მრავალყვავილიანია, მოყვანილობით პირამიდული ან კვერცხისებურ-სფეროსებური; ყვავილი თეთრია; ყვავილსაფრის გარეთა ფოთლებიკვერცხისებურ-ლანცეტაა, სამძარღვიანი, ზევით გაფართოებული. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება მთის ზედა და სუბალპურ-ალპურ სარტყლებში მდელოებზე, ნაკადულების გასწვრივ და ტენიან მდელოებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე. გავრცელებულია მთელ საქართველოში, თუმცა იშვიათია.