Dactylorhiza romana subsp. georgica
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
Dactylorhiza romana subsp. georgica [Klinde] Soo ex Renz & Taubenheim – ოჯახი: ჯადვარისებრნი (Orchidaceae). მცენარის ტუბერი მოკლენაკვთიანია, მისი სიმაღლე – 15-40 სმ. ფოთლები ღეროს ქვედა ნაწილშია შეჯგუფებული, ან ღეროს შუა ნაწილამდეა განვითარებული, ფორმით ხაზურ-ლანცენტაა. ყვავილედი მოგრძო-კვერცხისებურია. თანაყვავილები ბალახოვანია, ყვავილის ზომის ან მასზე გრძელი. ყვავილი ჩალისფერია, მოყვითალო, მოთეთრო ან მეწამული. ყვავილის ტუჩი მომრგვალო-ოთხკუთხაა. მისი გვერდითი ნაკვთები ოვალურია. ყვ. ნაყ. IV-V. მცენარე გავრცელებულია მთის შუა სარტყლის ტყეებსა და ბუჩქნარებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ქალაქ თელავის მიდამოებში. გავრცელებულია საქართველოს ყველა რეგიონში.