Bellevalia specoisa Woronow ex Grossh
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
Bellevalia specoisa Woronow ex Grossh. – ოჯახი: შროშანისებრნი (Liliaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ყვავილსაფარი მურაა, ყვითელი ან მომწვანო ყვითელი ნაკვთებით. ყვავილსაფრის მილი ღია მურაა ან მწვანე ზოლებით. ნაკვთები მილზე ორჯერ მოკლეა. ყვავილის ყუნწები ყვავილობისას და შემდგომ პერიოდში რკალურად არის დახრილი. სამტვერეები ლურჯია, ყვავილედი მრავალყვა-ვილიანი. ყვ. ნაყ. IV-VI. ძირითადად გავრცელებულია სტეპებში, ტყისპირა ადგილებში, ბუჩქნარებში. ძირითადად გვხვდება გარე კახეთში. ამ მცენარის ნახვა შესაძლებელია დედოფლისწყაროს, უჯარმისა და დავით გარეჯის მიდამოებში. გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში.