ჰიპოკრიტუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰიპოკრიტუსი – (ბერძნ. ipokritus, სიტყვასიტყვით – „მოპასუხე“, „ის ვინც პასუხობს“) – მსახიობის ერთ-ერთი სახელწოდება ძველ საბერძნეთში. მკვლევართა აზრით, უძველეს ქორალურ ტრაგედია-კანტატაში ერთადერთი მსახიობის პირველსაწყისი ფუნქცია იმაში მდგომარეობდა, რომ თავისი მონოლოგებით ეპასუხა იმ კითხვებზე, რომელსაც შეიცავდა ქოროს სიმღერა. ამის ნიმუშად, ჩვეულებრივ, სახელდება ბაკქილიდის დითირამბი (განეკუთვნება უფრო გვიანდელ ხანას), სადაც ქორო – სვამს კითხვებს, მსახიობი კი პასუხობს. არსებობს ტერმინ „ჰიპოკრიტუსის“ სხვა ახსნაც, დაფუძნებული იმაზე, რომ ეს სიტყვა ძველბერძნულ ენაში იხმარება, აგრეთვე, „განმმარტებლის“ მნიშვნელობით. აქედან გამომდინარე, ზოგიერთი მეცნიერი აკეთებს დასკვნას, რომ ტრაგედიის განვითარების ადრეულ ხანაში მსახიობს ევალებოდა მითის განმარტება.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები