ჯაივი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯაივი – საერთაშორისო ცეკვა, წარმოიშვა ამერიკაში. მუსიკისა და ცეკვის შემქმნელები არიან ამერიკელი ზანგები. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ცეკვა გავრცელდა ინგლისში „ჯიტერ ბურგის“ სახელწოდებით. სრულდებოდა ვულგარულად, აკრობატიკის ელემენტებით. ევროპაში არ მოუპოვებია პოპულარობა, მაგრამ მისმა სწრაფმა, სინკოპირებულმა მუსიკამ თავისი გამოხატულება პოვა ცეკვა „ჯაივში“ (ჯაზური ცეკვა). სწორედ მუსიკის ხასიათმა განამტკიცა ცეკვის ძირითად მოძრაობებად სინკოპირებული „ ჯაივშასე“. 50-იანი წლების დასაწყისში ჯაივი საერთაშორისო ცეკვების რეპერტუარში შევიდა. ადვილი, საყოველთაოდ მისაწვდომი შესრულებით ჯაივი განეკუთვნება ყოფით ცეკვებს, ხოლო რთული შესრულებით, რთული ფიგურების, შესრულების მაღალი კლასის ვარიაციების გამოყენებით – სპორტულ ცეკვებს.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები