ხუჭუჭა მაჩიტა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხუჭუჭა მაჩიტა – (Campanula crispa), ოჯახი მაჩიტისებრნი. მრავალწლოვანი ბალახი, პეტროფიტი, მესამეული ფლორის იშვიათი რელიქტი. გავრცელებულია ქართლში (გუჯარეთისწყლის ხეობწაღვერსა და სოფ. გვერდისუბანს შორის); მესხეთში (მდ. რახისწყლის ხეობა); ჯავახეთში (ახალქალაქის მიდამოები – ბოგდანოვკის გზაზე). საქართველოს გარეთ – ჩრდილო-აღმოსავლეთი და ჩრდილო ანატოლიაში. იზრდება კლდეებსა და კლდეთა ნაპრალებში მთის შუა სარტყელში. საქართველოს წითელ წიგნში შესულია როგორც იშვიათი და გადაშენების პირას მისული სახეობა.