ხონსუ (ძვ.წ. VIII ს.), სანკტ-პეტერბურგი, ერმიტაჟი
ხონსუ – (ეგვიპტ.) მთვარის ღმერთი თებეში (თოთის ნაირსახეობა), ძე ამონისა და ქალღმერთ მუთისა, რომლებთანაც ერთად შეადგენს თებეს პანთეონის ტრიადას. მის მოვალეობაში შედიოდა დრო-ჟამისათვის ყურისგდება და მისი სათვალავი.
ხონსუს თავზე მთვარის დისკო ადგას, როგორც მისი ღვთაებრიობის ნიშანი.
წყარო
მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის