ჭინჭარაული ლადო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჭინჭარაული ლადო – (1981), პოეტი. დაიბადა თბილისში. 2006 წელს დაამთავრა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მუშაობს თელავის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში. გამოცემული აქვს ლექსების კრებული – „კიდევაც ვნახავ ხევსურეთს“ (2008).
- * * *
- აღმოსავლეთით ცისკარი რომ
- ხვდება ალიონს,
- დაასხით ღვინო!
- საქართველოს სადღეგრძელო
- უნდა დავლიო!
- ჩემი კახეთი, ჩემი შილდა,
- ჩემი ხუბერა.
- ყმაწვილკაცობის, იორღობის
- წლებმა უბერა.
- ძველი შუამთა, ალავერდი,
- ჩემი თელავი....
- წითელი კაბით ერთი გოგო,
- გრძნობის მთელავი.