ჭინჭარაული ლადო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლადო ჭინჭარაული

ჭინჭარაული ლადო – (1981), პოეტი. დაიბადა თბილისში. 2006 წელს დაამთავრა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მუშაობს თელავის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში. გამოცემული აქვს ლექსების კრებული – „კიდევაც ვნახავ ხევსურეთს“ (2008).


* * *
აღმოსავლეთით ცისკარი რომ
ხვდება ალიონს,
დაასხით ღვინო!
საქართველოს სადღეგრძელო
უნდა დავლიო!
ჩემი კახეთი, ჩემი შილდა,
ჩემი ხუბერა.
ყმაწვილკაცობის, იორღობის
წლებმა უბერა.
ძველი შუამთა, ალავერდი,
ჩემი თელავი....
წითელი კაბით ერთი გოგო,
გრძნობის მთელავი.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები