შეგრძნება (თეატრალური)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შეგრძნება (თეატრალური) – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი თეატრალურ შემოქმედებაში (პიესის გრძნობათა ბუნების, ატმოსფეროს, როლის შეგრძნება, და ა.შ.); ასრულებს მარეგულირებელ, შემეცნებით და ემოციურ ფუნქციებს. შეგრძნება (თეატრალური) ასრულებს ხიდის ფუნქციებსაც ინტუიციასა და შემეცნებას შორის. ცნობილია სტანისლავსკის მოსაზრება, რომ თეატრალურ ხელოვნებაში „მიხვდე, ნიშნავს შეიგრძნო“.