ღინტური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ღინტური — ნასოფლარი ბორჯომის მუნიციპალიტეტში. ციხისჯვრის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, მდინარე გუჯარეთისწყლის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1600-1670 მ სიმაღლეზე, ქ. ბორჯომიდან 35 კმ მანძილზე, გუჯარეთის თემში. 2002 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერით არ არის მუდმივი მოსახლეობა. ნასოფლარის სამხრეთით შემორჩენილია ქვაჯვრები.