ქსილოლითი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქსილოლითი – (გერმ. xylolith < ბერძ. xylon ხე, მერქანი და lithos ქვა), მტკიცე, დრეკადი საშენი მასალა, ხელოვნური ქვა, დამზადებული მერქნის ნახერხისაგან, რომელიც შეკრულია მაგნეზიური შემკვრელი ნივთიერებით. გამოიყენება იატაკის მოსაწყობად და კედლის მოსაპირკეთებლად მშრალ შენობაში.