ფუნქცია პირველადი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფუნქცია პირველადი (ანუ პრიმიტიული) – ფუნქცია F, რომლის წარმოებული მოცემული f ფუნქციის ტოლია, ე. ი. F’=f. პირველადი ფუნქციის მოძებნა წარმოადგენს გაწარმოების შებრუნებულ მოქმედებას; ის არ არის ცალსახა: f ფუნქციისათვის არსებობს უსასრულოდ მრავალი პირველადი ფუნქცია, რომლებიც ერთმანეთისგან მხოლოდ მუდმივი შესაკრებით განსხვავდებიან. f ფუნქციის ყველა პირველადი ფუნქციის ერთობლიობას ეწოდება განუსაზღვრელი ინტეგრალი f ფუნქციიდან.
სახელწოდება fonction primitive („ფუნქციის წარმოებულის“ – fonction derivee -ს მაგივრად) შემოიღო ლაგრანჟმა „ანალიზურ ფუნქციათა თეორიაში“ (1797). ლათინური primitivus ნიშნავს „საწყისს“ და ტერმინები „პრიმიტიული“ და „წარმოებული“ სრულად ასახავენ ორ ფუნქციას შორის დამოკიდებულებას – საწყისს და მისგან ნაწარმოებს.