ფსოროფტესები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფსოროფტესები – (Psoroptes; ბერძნ. psoriasis მქავანა, მღერი + koptein ჩხვლეტა, დაზიანება), კანზედა, აკარიფორმული ტკიპები; მიეკუთვნებიან Psoroptidae-ს ოჯახს. ფსოროფტესები ცხოველების კანის მქავანას, მღერის (ფსოროფტოზები) აღმძვრელებია. სახეობები:
- Psoroptes ovis (ლათ. ovis ცხვარი) – პარაზიტობს ცხვრის კანზე;
- P.bovis (ლათ. bovis კურო) – პარაზიტობს ძროხეულის კანზე;
- P.equi (ლათ. equus ცხენი) – პარაზიტობს ცხენის, სახედრისა და ჯორის კანზე;
- P.cuniculi (ლათ. cuniculus ბოცვერი) – პარაზიტობს ბოცვრის კანზე.