ფა (ტრანსპონირებული საკრავების წყობა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფა − (იტალ. fa), ტრანსპონირებული საკრავების წყობა (in F), რომლებიც ჟღერენ:
ა) დაწერილთან შედარებით სამნახევარი ტონით ქვემოთ: ამ წყობაში ამჟამად იყენებენ ინგლისურ ქარახსას, ვალტორნას (თუ მისი ნოტები ვიოლინოს გასაღებშია დაწერილი), „ალტის საყვირს“.
ბ) დაწერილთან შედარებით ორნახევარი ტონით ზევით: ამ წყობაში ამჟამად იყენებენ ვალტორნას (თუ მისი ნოტები ბანის გასაღებშია დაწერილი).