ტოპაზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტოპაზი [ძვ. ფრანგ. topace < ბერძ. topazos < ქვის სახელწოდება მომდინარეობს წითელი ზღვის კუნძულ ტოპაზოს (ამჟამად ზაგარბადი) სახელის მიხედვით] – ნახევრადძვირფასი ქვა, ალუმინის სილიკატების ჯგუფის მინერალი. ქიმიური ფორმულა Al2SiO4(F,OH)2; სიმკვრივე 3490-3570 კგ/მ3; სიმაგრე მოოსის სკალით 8. ფერი: უფერო, წყლისებრ-გამჭვირვალე, ყვითელი, მონაცრისფრო, მომწვანო, ყავისფერი, იშვიათად ვარდისფერი, იისფერი, მწვანე, ცისფერი, ჩალისებრ-ყვითელი. გამოირჩევა მაღალი მდგრადობით. არ იხსნება მჟავებში. იშლება ფოსფორის მარილში. გამოიყენება საიუველირო ხელოვნებაში, აგრეთვე სიმაგრის მინერალოგიური სკალის (მოოსის სკალა) ეტალონად, ფარდობითი სიმაგრის დასადგენად კაწვრის მეთოდით.