საყვირი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საყვირი – ლითონის ჩასაბერი საკრავი; პრიმიტიული ფორმის საყვირი ერთ-ერთი უძველესი საკრავია. თანამედროვე საყვირის წყობაა in B და ჟღერს დიდი სეკუნდით ქვემოთ დაწერილთან შედარებით. საყვირის ბგერა ნათელი, მკვეთრი და კაშკაშაა. უახლესი ტიპის საკრავზე შეიძლება პიანისიმოს, „სურდინის“ მეშვეობით კი სხვადასხვა ბგერითი ეფექტების მიღწევა. გამოიყენება აგრეთვე, როგორც სოლო საკრავი.