სატრანსპორტო მშენებლობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სატრანსპორტო მშენებლობამშენებლობის ერთ-ერთი დარგი, რომელიც მოიცავს ყველა სახის ტრანსპორტის ნაგებობათა და მოწყობილობათა მშენებლობას.

სატრანსპორტო მშენებლობის ობიექტებია: სარკინიგზო ხაზები, საავტომობილო გზები, მაგისტრალური მილსადენები, სანაოსნო არხები, სამრეწველო საწარმოთა მისასვლელი სარკინიგზო ლიანდაგები, ხიდები, გვირაბები, გზაგამტარები, სადგურები, სატვირთო ეზოები და საწყობები, ვაგზლები, აეროდრომები, გარაჟები, დეპოები, ნავსადგურები და მისადგომები, საქალაქო ელექტრული ტრანსპორტის გზები, საბაგირო გზები მიწისპირა (ფუნიკულიორი), დაკიდებული და სხვ. ნაგებობები.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები