სანაპირო ჯარები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სანაპირო ჯარები – ზოგიერთი სახელმწიფოს სამხედრო-საზღვაო ძალების გვარეობა. განკუთვნილია მოწინააღმდეგის ხომალდების ზემოქმედებისაგან ფლოტის ძალების, ჯარების, მოსახლეობის და ზღვის სანაპიროზე განლაგებული ობიექტების დასაცავად; სამხედრო-საზღვაო ბაზების და ფლოტის სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვისათვის ხმელეთიდან, საზღვაო, საჰაერო-საზღვაო დესანტების მოქმედებისგან; დესანტსაწინააღმდეგო თავდაცვაში სახმელეთო ჯარების ხელშეწყობისათვის; მტრის ხომალდების, კატარღებისა და სადესანტო-სატანსპორტო საშუალებების განადგურებისათვის.
მოიცავს ჯარების შემდეგ გვარეობებს: სანაპირო სარაკეტო-საარტილერიო ჯარებს, საზღვაო ქვეით ჯარს და სანაპირო თავდაცვის ჯარებს.