სამხედრო რეფორმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო რეფორმა – სახელმწიფოს სამხედრო ორგანიზაციის არსებითი გარდაქმნების ერთობლიობა, რომელთა მიზნია, შეუსაბამონ იგი შეცვლილ გარე პირობებს. ხორციელდება სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების გადაწყვეტილებით, შემუშავებული პროგრამების შესაბამისად დროის გარკვეულ მონაკვეთში. სამხედრო რეფორმას განაპირობებს ობიექტური გარემოებები, რომლებიც დაკავშირებულია ომში დამარცხებასთან ან გამარჯვებასთან, სახელმწიფოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოწყობის გარდაქმნასთან და მისი საერთაშორისო მდგომარეობის ცვლილებასთან, გარდა ამისა – ახალი სახეობების შეიარაღების გაჩენასთან, ფინანსურ და ეკონომიკურ ფაქტორებთან, შეიარაღებული ბრძოლის ფორმების, ხერხების შეცვლასთან და სხვა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები