საზოგადოებრივი სექტორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საზოგადოებრივი სექტორი - (public sector), სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ეკონომიკის ნაწილი, რომელიც განსხვავდება კერძო საკუთრებაში არსებულისაგან. იგი არ შეიძლება განისაზღვროს როგორც საზოგადოებრივი საქონლის მწარმოებელი სექტორი, თუმცა, ჩვეულებრივ, საზოგადოებრივი საქონელი ძირითადად სწორედ სახელმწიფო სექტორში იწარმოება. საზოგადოებრივი სექტორის სიდიდეს განსაზღვრავს ეკონომიკის ნაციონალიზაციის დონე და ხელისუფლების პოლიტიკური ნება. ამიტომ სხვადასხვა ქვეყანაში მისი წილი ეკონომიკაში განსხვავებულია. მაგ., დიდ ბრიტანეთში ჯანდაცვის სისტემა ძირითადად სახელმწიფოს საკუთრებაა, ხოლო აშშ-ში მისი მნიშვნელოვანი ნაწილი კერძო საკუთრებაშია.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები