ნაციონალიზაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაციონალიზაცია - (nationalization), კერძო საკუთრებაში არსებული საწარმოების, ეკონომიკის დარგებისა და ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლა. ნაციონალიზაციის ხერხები და მეთოდები განსხვავებულია კონკრეტული ისტორიული პირობების მიხედვით. ნაციონალიზაციის პირობებში სახელმწიფოს კომპეტენციაა საკუთრების უფლების შინაარსისა და ხასიათის დადგენა, საკუთრების უფლების გადასვლისა და მისი ნაციონალიზაციის საკითხების რეგულირება. გაეროს წესდების მეორე მუხლის მეშვიდე პუნქტის შესაბამისად, ამ უფლებების გამოყენება ქვეყნის შიდა კომპეტენციას განეკუთვნება.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები