საველე მართვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საველე მართვა – ომის დროს ოპერატიული (ოპერატიულ-სტრატეგიული) გაერთიანების მართვის ორგანოების სისტემა. წარსული ომების გამოცდილებით, გაერთიანების (დაჯგუფების, არმიის) საველე მართვა, ჩვეულებრივ, მოიცავდა სარდლობას, შტაბს (საველე შტაბს), ჯარების გვარეობების ლოგისტიკის, სპეციალური ჯარების და სამსახურების უფროსებს (მეთაურებს) შესაბამისი შტაბებით (სამმართველოებით, განყოფილებებით) და ზოგიერთ სხვა ორგანოს (კადრების სამმართველო, საფინანსო ორგანო). ოპერაციების (საბრძოლო მოქმედებების) მომზადების და მსვლელობის დროს განლაგდება შესაბამის მართვის პუნქტებში.