საბორტე თავდაცვითი კომპლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბორტე თავდაცვითი კომპლექსი – მოძრავ ობიექტზე (საფრენ აპარატზე, ხომალდზე, ტანკზე და სხვა) განლაგებული ცეცხლით დაზიანების (აქტიური თავდაცვა) და რადიოელექტრონული ჩახშობის საშუალებების ერთობლიობა. ისინი ფუნქციურად არიან დაკავშირებული და გამოიყენება თავდაცვისათვის. უზრუნველყოფს გამიზვნის და დამიზნების სადგურების, თვითგასამიზნი რაკეტის ქობინების მართვის სისტემების მუშაობის დარღვევას. აგრეთვე შეტევაზე გადმოსული მტრის თვითმფრინავების და რაკეტების დაზიანება-განდგურებას. მოიცავს საინფორმაციო უზრუნველყოფის, მართვის, შემსრულებელი მოწყობილობის და თავდაცვის საბორტო კომპლექსის საიმედოობისა და ეფექტიანობის კონტროლის სისტემებს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები