რიდის სამოკავშირეო ხელშეკრულება 1813

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რიდის სამოკავშირეო ხელშეკრულება 1813 – ხელმოწერილ იქნა 8.X ქ. რიდში (ავსტრია). ხელშეკრულება გაფორმდა ავსტრიასა და ბავარიას შორის, ხელმომწერ მხარეთაგან ავსტრია ანტიფრანგულ კოალიციაში შემავალ სახელმწიფოს წარმოადგენდა. ბავარია კი 1806 ნაპოლეონ I-ის მიერ შექმნილი რაინის კავშირის წევრი იყო. ხელშეკრულებით ავსტრიის იმპერატორი ფრანც I აღიარებდა ბავარიის მეფის მაქსიმილიან ბავარიელის ხელისუფლებას, საიდუმლო ნაწილში მხარეები თავიანთი მოქმედების უმთავრეს მიზნად სახავდნენ რაინის კავშირის დაშლას, ბავარია წყვეტდა რაინის კავშირთან ყოველგვარ ურთიერთობას და თავის თავზე იღებდა ვალდებულებას, ომის შემთხვევაში, გარკვეული კომპენსაციის ფასად, ავსტრიელთა სასარგებლოდ გამოეყვანა 36 ათასი მეომარი. ბავარია უბრუნებდა ავსტრიას ტიროლსა და სხვა მხარეებს, რომლებიც ბავარიას მიაკუთვნეს პრესბურგის სამშვიდობო ხელშეკრულებით 1805. ხელშეკრულებით დაშვებული იყო ამ კავშირთან რუსეთისა და პრუსიის გაერთიანებაც.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები