პროკლიტიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პროკლიტიკა – (ბერძნ. proklitikos – წინ დახრილი), უმახვილო სიტყვა, რომელიც ეკედლება მომდევნო მახვილიან სიტყვას. პროკლიტიკებად გამოდიან ცალკე მდგომი თანდებულები, ნაწილაკები, კავშირები, ზოგი ნაცვალსახელი. მაგ., „მეც წავალ, შენც წახვალ“. ამ მაგალითში მახვილი მოდის სიტყეებზე „წავალ“, „წახვალ“, ხოლო სიტყვები მეც, შენც პროკლიტიკებია. პროკლიტიკის საპირისიროა ენკლიტიკა.
ნ. კიზირია