პორტლანდიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პორტლანდიტი – კალციუმის ჰიდრჟანგი (ჩამქრალი კირი). ბუნებაში იშვიათად არსებული უფერო ან თეთრი ფერის მინერალი, რომელიც ადვილად გადადის კალციტში. ქიმიური ფორმულა – Ca(OH)2; სიმკვრივე – 2230 კგ/მ3; სიმაგრე მოოსის სკალით – 2,5-3.
ხელოვნური პორტლანდიტი მიიღება კირისა და პორტლანდცემენტის ჰიდრატაციის შედეგად. მისი რაოდენობა გამყარებულ ცემენტის ქვაში შეადგენს 20-25%-ს. გამოიყენება პორტლანდცემენტების წარმოებაში. ტერმინს სახელი „პორტლანდიტი“ იმიტომ ეწოდა, რომ კალციუმის ჰიდროქსილი ქიმიურად არის პორტლანდცემენტის ჰიდროლიზის პროდუქტი.