პერისტილიუმი – (ბერძ. perí მახლობლად, გარშემო და stŷlos სვეტი, ბოძი) – რომაული საცხოვრებელი სახლის ღია შიდა ეზო, გარშემორტყმული სვეტნარიანი პორტიკით, რომელშიც ეწყობოდა გამწვანებული ბაღი. პორტიკის შიგა კედლები ხშირად შემკული იყო დახვეწილი მოხატულობით.
წყარო
სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი