ოსმალეთის იმპერია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ოსმალეთის იმპერია - სულთნის ოსმალეთის ოფიციალური სახელწოდება (მომდინარეობს ოსმალთა დინასტიის დამაარსებლის ოსმან I-ის სახელიდან). შეიქმნა XV-XVI საუკუნეებში ოსმალთა დაპყრობების შედეგად აზიაში, ევროპასა და აფრიკაში. ძლიერების მწვერვალს მიაღწია XVI საუკუნეში. XVII საუკუნის დასასრულიდან თანდათან დაკარგა დაპყრობილი ტერიტორიები, ხოლო პირველ მსოფლიოომში დამარცხების შემდეგ (1918) საბოლოოდ დაიშალა; 1922 წელს არსებობა შეწყვიტა ოსმალთა სასულთნომაც. მის ბაზაზე შეიქმნა თურქეთის რესპუბლიკა.