ნაღმსაწინააღმდეგო დაცვა (ხომალდისა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნაღმსაწინააღმდეგო დაცვა (ხომალდისა) - ტექნიკური საშუალებებისა და ორგანიზაციული ღონისძიებების კომპლექსი, რომლის მიზანია უზრუნველყოს ხომალდის დაცვა ნაღმური იარაღის ზემოქმედებისაგან. მოიცავს:
- ხომალდის წყალქვეშა კონსტრუქციულ დაცვას [ბორტისა და ძროს (ფსკერის)];
- ხომალდის ფიზიკური ველების ინტენსივობის შემცირების ღონისძიებებს;
- ხომალდის მექანიზმების, მოწყობილობისა და სისტემების აფეთქებამედეგობის ამაღლებას;
- ხომალდის ნაღმსაწინააღმდეგო საშუალებებს.
მიიღწევა არქიტეტურულ-კონსტრუქციული გადაწყვეტით ხომალდების მშენებლობის დროს სპეციალური არამაგნიტური, შთანმთქმელი და სხვა მასალებისა და დაფარვის გამოყენებით, ხომალდების განმაგნიტების მოწყობით, ხომალდებისა და მექანიზმების ხმაურის შემცირებით, მაღალეფექტიანი ნაღმსაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებით და სხვა.