მონოტონურობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მონოტონურობა (ბერძნ. monos და tonos – „დაჭიმულობა“, „დაძაბულობა“). სიტყვასიტყვით ნიშნავს „ერთფეროვნებას“. ტერმინი შემოიღო კ. ნეიმანმა, რომელმაც იგი გამოიყენა რიცხვთა მონოტონური მიმდევრობისათვის (1881). ეს ცნება ნათლად განსაზღვრა დირიხლემ, როცა იკვლევდა ფუნქციის გაშლას ტრიგონომეტრიულ მწკრივად (1837).