მოთხოვნა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მოთხოვნა - (demand), გადახდისუნარიანი მოთხოვნილება, ფულით უზრუნველყოფილი მოთხოვნილება. მოთხოვნა არის ბაზარზე არსებული მოთხოვნილების გამოვლენის ფორმა და მისი განმსაზღვრელი. იგი შეიცავს ორ ელემენტს:
- მოთხოვნილებას ანუ ამა თუ იმ საქონლის შეძენის სურვილს;
- ფულად სახსრებს, რაც ინდივიდს აქვს მოცემული საქონლის შესაძენად.