მითრიდატე II (ქართლის მეფე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მითრიდატე II – ქართლის (იბერიის მეფე), ახ. წ. I საუკუნის 70-იან წლებში. მის დროს, როგორც ჩანს, ქართლის სამეფოს რომთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ამაზე მეტყველებს 1867 წ მცხეთაში ნაპოვნი ახ. წ. 75 წლის წარწერა შედგენილი ვესპასიანეს, ტიტუსისა და დომიციანეს სახელით. მასში ნათქვამია, რომ იბერთა მეფე მითრიდატეს, ფარსმან მეფისა და დედოფალ ჰამასასპუხის ძეს, კეისრის მეგობარსა და რომაელთა მეგობარს, რომაელებმა ციხის გალავანი გაუმაგრეს. ამავე პერიოდისაა 1940 წელს არმაზის ხევის სამაროვანზე აღმოჩენილი ერთენოვანი „არმაზული წარწერა“, რომელშიც მითრიდატე II იხსენიება როგორც იბერთა „მეფე დიდი ძე ფარსმან მეფისა დიდისა“. წარწერაში ლაპარაკია აგრეთვე მითრიდატეს მეთაურობით იბერთა მიერ მოპოვებულ გამარჯვებაზე.

მითრიდატე II არც ლეონტი მროველთან და არც მოქცევაჲ ქართლისაჲ-ს ფარნავაზიან წარმართ მეფეთა სიაში შესული არ არის.


წყარო

საქართველოს მეფეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები