მაღალხარისხოვანი ბეტონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაღალხარისხოვანი ბეტონიბეტონის ახალი სახეობა, რომელშიც გაერთიანებულია არსებული ბეტონების საუკეთესო საექსპლუატაციო თვისებები (ექსპლუატაციის ვადა დაახლოებით 500 წელია). მისი კრიტერიუმებია:

მაღალი სიმტკიცე (R28 – 60-120 მპა);
დაბალი წყალჟონა-დობა (W12 და მეტი);
მაღალი ყინვამედეგობა (F400 და მეტი);
მაღალი ცვეთამედეგობა (არაუმეტეს 0,4 გ/სმ2);
მაღალი ქიმიური მედეგობა;
დრეკადობის მაღალი მოდული;
დაბალი აბსორბციულობა;
დიფუზიის დაბალი კოეფიციენტი;
ბაქტერიოციდულობა და ფუნგიციდობა;
დეფორმაციის რეგულირებადი მაჩვენებლები.

მაღალი ხარისხის ბეტონის ტექნოლოგია დაფუძნებულია წარმოების ყველა ეტაპზე ბეტონის მართვაზე. ამისათვის გამოიყენება მაღალი მარკის პორტლანდცემენტი ან კომპოზიციური შემკვრელი, ბეტონის სტრუქტურისა და თვისების კომპლექსური ქიმიური მოდიფიკატორები, აქტიური დისპერსიული მინერალური კომპონენტები და შემავსებლები, გამაფართოებელი დანამატები, დაბალი წყალმოთხოვნის შემკვრელი. ბეტონის წარმოებისას გამოიყენება ინტენსიური ტექნოლოგია, ზუსტი დოზირება, ნარევის გულმოდგინე არევა და ჰომოგენიზაცია, მისი ხარისხიანი ჩაწყობა და მოვლა. აუცილებლობის შემთხვევაში იყენებენ ნარევის მექანიკურ-ქიმიურ აქტივიზაციას. მაღალხარისხოვანი ბეტონისაგან ამზადებენ ყველაზე საპასუხისმგებლო კონსტრუქციებსა და ნაკეთობებს.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები