მატუტა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მატუტა – (რომ.) ძველიტალიური ღვთაება, ახალშობილთა მფარველი (Mater Matuta).
რომში მატუტას პატივსადებად ივნისის თვეში იმართებოდა ზეიმი, სახელწოდებით „მატრალია“ (მატრალიები). მის მონაწილე ქალებს ხელში ეკავათ დისშვილები. მონებს მატრალიებზე არ უშვებდნენ.
როგორც ჩანს, მატუტას კულტი აღმოცენდა ჯგუფური ქორწინების ხანაში, როდესაც ოჯახში ერთად ზრდიდნენ ბავშვებს. მოგვიანებით მატუტას დაუკავშირეს ინო-ლევკოთეა, ალბათ იმიტომ, რომ მან აღზარდა თავისი დის, სემელეს შვილი დიონისე.