მასრა (სამხედრო ტერმინი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მასრა (გერმანული hülse – გარსი) – [[საარტილერიო გასროლა|საარტილერიო გასროლის]] უნიტალური და დაცალკევებულ-მასრული დატენის ელემენტი.
ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნა, რომელშიც განთავსებულია გამტყორცნი მუხტი და მისი აალების საშუალება. არის კონუსური ფორმის თხელკედლიანი ჭურჭელი, დამზადებული თითბრის (ლატუნის), ფოლადის, პლასტმასის ან მუყაოსაგან. მასრა გასროლის დროს შესაძლებელია დაიწვას მთლიანად ან ნაწილობრივ.