მანგანინი − (ლათ. manganesium < manganum მანგანუმი), სპილენძის (83%) შენადნობი მანგანუმთან (13%) და ნიკელთან (4%), რომლის ელექტროგამტარობა თითქმის არ იცვლება ტემპერატურის გავლენით. გამოიყენება მავთულის, წინაღობის ეტალონისა და ელექტროტექნიკური ხელსაწყოების დასამზადებლად.
წყარო
სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი