მაკროეკონომიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მაკროეკონომიკა - (macroeconomics, <ბერძნ. macros გრძელი, დიდი)
- ქვეყნის მთლიანი მეურნეობა; გამოხატავს ეკონომიკის ზოგად მდგომარეობას, განიცდის საბიუჯეტო-საფინანსო, საკრედიტო-ფულადი და სხვა სამთავრობო პოლიტიკის გავლენას;
- ეკონომიკური თეორიის განყოფილება ეკონომიკის, როგორც ერთიანი მთლიანის, წარმართვის შესახებ. სწავლობს ეკონომიკის ციკლური მერყეობის მიზეზებს, ურთიერთდამოკიდებულებას საწარმოებისა და დასაქმების დინამიკას შორის, ინფლაციას, უმუშევრობას, ეკონომიკურ ზრდასა და სხვა მაკროეკონომიკურ პრობლემებს. საპირისპიროა - მიკროეკონომიკა.