ლიუვილის თეორემა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლიუვილის თეორემა – ანალიზურ ფუნქციათა თეორიაში: ყოველგვარი მთელი ფუნქცია, რომელიც აისახება მთელ სიბრტყეზე, იგივურად მუდმივის ტოლია.
ეს თეორემა ჟ. ლიუვილმა საფუძვლად დაუდო თავის ლექციებს ელიფსურ ფუნქციათა თეორიაში (1847). პირველად იგი ჩამოაყალიბა და დაამტკიცა ო. კოშიმ (1844).