კოდმანი II

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კოდმანი II - არქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მცხეთა-შიომღვიმის გზაზე, მცხეთიდან 1,7 კილომეტრზე. თარიღდება გვიანდელი ანტიკური ხანით.

1979 წელს არქეოლოგიური ძეგლი გათხარა მცხეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომელსაც ანდრია აფაქიძე ხელმძღვანელობდა. გაითხარა კრამიტსამარხები და ნამოსახლარი. კრამიტსამარხებში აღმოჩნდა თიხის ჭურჭელი, მძივები, გემიანი ბეჭდები და სხვ. ნამოსახლარი ადრინდელი ფეოდალური ხანისაა, მის შემადგენლობაში შედის ნაგებობის ფრაგმენტი, სამზარეულო კერამიკა და ქვევრები.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები